
საკალმახე "ვილა ალგეთის" მეპატრონე გიორგი ღარიბაშვილი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა რამდენიმე კვირაა - ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ელისო კილაძე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოვლენილი ახალი ფაქტების შესახებ საუბრისას ავრცელებს.
კილაძემ "მთავარი არხის" ახალი დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც სწორედ საკალმახეს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის სიძე - მინდია ცხადაძე ვანო ჩხარტიშვილის დაცვის წევრია.
კილაძე ამბობს, რომ ამ განცხადებებით ის არაფერს ამტკიცებს, თუმცა როდესაც ასეთ გახმაურებულ საქმეზე, ასეთი გვარები ჩნდება, გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო.
რაც შეეხება ძალოვნების მანქანების შესვლა-გამოსვლის კადრებზე, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. კილაძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კადრები დადგმულია, თუმცა ჟურნალისტის ინოფრმაციით, გადამოწმება შესაძლებელია, რადგან დაცულ ბაზაზე შესვლა რეგლამენტირებულია და სპეციალურ ჟურნალში აღირიცხება:
"მკაცრი აღრიცხვის ჟურნალია, დალუქული სამინსიტროს ბეჭდებით დამოწმებული და შემდეგ ეს რეგისტრირებული ჟურნალი გადადის შსს-ს არქივში. რამდენად ემთხვევა ჩანაწერები, ანუ, რა დროსაც გვეუბნებიან რომ ბაჩალიაშვილის ავტომანქანას არ მიყვებოდნენ და კადრში შემთხვევით მოხვდნენ, ამის დაზუსტება არის შესაძლებელი ამ ჟურნალის მეშვეობით, რომელიც არქივში ინახება და რომლის გაყალბებაც პრაქტიკულად შეუძლებელია" - ამბობს კილაძე "დღის სტუმრის" ეთერში.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ხელახლა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც "პოსტ ფაქტუმში" გავიდა რეპორტაჟი ახალ ფაქტებზე.
ამავე თემაზე: