"ბაზაზე მანქანების შესვლის კადრი შემდეგაა გადაღებული და მიმატებული" - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.
დგას იქ სპეციალური პირი, რომელიც ყველა შემსვლელ მანქანას, მათ შორის მინისტრის მანქანასაც კი ამოწმებს სპეციალური მოწყობილობით, ე.წ. სარკის მეშვეობით. ხარება კი არა ნებისმიერი ვიღაც, იმიტომ კი არა რომ არ ენდობიან ხარებას თუნდაც, ტექნიკურად ყველა შემსვლელი ავტომობილის შემოწმება უნდა მოხდეს რეალურად. აქ ხედავთ რამე მსგავსს? ხედავთ რომ არ მომხდარა, რატომ? რას მეუბნება ჩემი წყარო - მეუბნება, რომ ეს შესვლა გადაღებული იქნა და ეს ყველაფერი იყო მას შემდეგ, რაც გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ ამ ჯიპების არსებობა ინფორმაცია უკვე იყო მედიის ხელში, კონკრეტულად ნიკასი [გვარამიას]. შესვლის კადრი არის მიმატებული. შესვლის და შემოწმების ამბავი არის აქ? ჩემი წყარო ამბობს, რომ მეორე მხრიდან არის გასასვლელი და მისახელებს კონკრეტულად სად არის გამოსასვლელები ერთი, მერე მეორე, რისი გადაღებულია ეს, რა რაკურსიუთაა ეს კადრები გადაღებული. სასაფალოსთან დგას კამერა? ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი ამბავი - ჩემი წყარო ასაბუთებს ზუსტად, რომ ეს არ არის ის დრო, დროის "ტაიმკოდია" გაყალბებული, - ამბობს ელისო კილაძე.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.
იხილეთ ასევე: