ვწუხვარ ძალიან ამის გამო. ეს იყო არასწორი, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველო-მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას იმ დროს, როცა სტადიონზე მისვლა გულშემატკივრებისთვის დაშვებული არ იყო. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" ისაუბრა.
მემგონი კახი კალაძეს ყველანაირად ეკუთვნოდა იქ ყოფნა, რაც შეეხება ჩემ იქ ყოფნას, ვწუხვარ ძალიან ამის გამო. ეს იყო არასწორი, მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა და ამის გამო მწუხარება მე თავის დროზეც გამოვთქვი და ბოდიშიც მოვიხადე. ეს რა თქმა უნდა იყო არასწორი, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, საუბარია 2020 წლის 12 ნოემბერს გამართულ საქართველო - მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე, რომელსაც გულშემატკივარი არა, მაგრამ ხელისუფლების წევრები და VIP სტუმრები ესწრებოდნენ.
იხილეთ ასევე: