ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნას ასახელებს.
რიში განცხადებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის Twitter-ზე ავრცელებს:
"ჩრდილოეთ ნაკადი "2-ისთვის" სანქციების მოხსნა, ნატო-ს სამიტზე დამკვირვებლებად საქართველოსა და უკრაინის არყოფნა, ცალმხრივი დათმობები ევროპაში საზღვაო ბაზირების ფრთოსანი ბირთვული რაკეტებისა და სახმელეთო ბაზირების რაკეტებთან დაკავშირებით.
პუტინს არ სჭირდება მოლაპარაკებების წარმოება, მას შეუძლია, უბრალოდ უყუროს, თუ როგორ იშოშმინებს შეერთებული შტატები საკუთარ თავს", – წერს ამერიკელი სენატორი.