ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭოში მსჯელობა მიმდინარეობს, რომ ეტაპობრივად სავალდებულო ტესტირების პროგრამა, ვაქცინაციის პროგრამამ ჩაანაცვლოს.
საუბარია, ის სექტორებზე, სადაც კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება. გაბუნიას განმარტებით, იქ სადაც მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლები არ იქნებიან, სავალდებულო ტესტირება საჭირო აღარ იქნება.
ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭო ვაქცინაციის პროგრამისთვის წამახალისებელ ღონისძიებებს განიხილავს.
"განიხილება წამახალისიბელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქციანციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო",- თქვა მან.
რაც შეეხება, ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.