ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა ამ წუთებში იწყება. ერგნეთში ჩასულები არიან საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შედეგებს ელოდებიან.
შეხვედრას ეუთო-ს გენერალური მდივანიც დაესწრება, რომელსაც მედიასთან წინასწარ კომენტარი არ გაუკეთებია. ოფიციალური თბილისი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს.
"ჩემი შვილის ბედ-იღბალი წყდება ალბათ ნაწილობრივ მაინც ამ ერგნეთის შეხვედრაზე და იმედია ჩვენდა სასიკეთოდ რაღაც გადაწყდება", - თქვა ზაზა გახელაძის დედამ.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერგნეთში შეხვედრას ეუთო-ს გენერალური მდივანი ესწრება.