პუტინთან კონფლიქტი არ გვინდა, თუმცა თუ მავნე ქმედებებს გააგრძელებს მკაცრად ვუპასუხებთ - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს, აშშ შესაბამის პასუხს გასცემს.

ბაიდენის თქმით, 16 ივნისს დაგეგმილ ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე, აშშ რუსეთს თნამშრომლობას შესთავაზებს, იმ სფეროებში, სადაც მათ ეს შეუძლიათ, თუმცა მისი თქმით, თუ რუსეთი თანამშრომლობაზე უარს იტყვის და ისე იმოქმედებს, როგორც წარსულში, ის შესაბამის პასუხს მიიღებს.

"პრეზიდენტ პუტინთან კონფლიქტი არ გვინდა, თუმცა თუ თავისი მავნე ქმედებების გაგრძელებას აპირებს, ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ. დავიცავთ ტრანსატლანტიკურ ალიანსს და დემოკრატიული ღირებულებების მხარეს დავდგებით. ვაპირებთ, განვუმარტოთ და ვურჩიოთ სფეროები, სადაც თანამშრომლობა შეგვიძლია. თუ ის აირჩევს, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობა არ იქნება და იმოქმედებს ისე, როგორც წარსულში, შესაბამის პასუხს მიიღებს.

ამასთან, თუ რუსეთი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას არ აპირებს, ეს იქნება ტრაგედია, რომელიც მის ურთიერთობებს დანარჩენ სამყაროსთან დააზარალებს, მათ შორის შეერთებულ შტატებთან",- თქვა ბაიდენმა.

ბატიდენი-პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი