ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია ეს არის მიხეილ სააკაშვილი - ლილუაშვილი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გასულ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი რეალური სახე აჩვენა. 

"აჩვენეს თავიანთი რეალური სახე, ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი არიან არა მხოლოდ პარტიის მმართველები, არიან ასევე ხელისუფლებაშიც. ცდილობენ, გამოგონილი და შეთქმულების თეორიებით მოახდინონ პარტიის დისკრედიტაცია. ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია ეს არის მიხეილ სააკაშვილი",- თქვა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთის, გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ გასულ წლებში ჩატარებული სპეცოპერაციების დაგეგმვაზე სრულ პასუხიმგებლობას გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კახა საბანაძეს აკისრებს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი