"ქართულმა ოცნებამ" ყოფილ ლიდერს ცეცხლი გაუხსნა. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე მმართველი გუნდის ყველა მძიმე შეცდომის, რომელიც ივანიშვილის კლანს დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდა, ახლა გიორგი გახარიას ანგარიშზე გადაწერას ცდილობს. ბრალდებები სულ უფრო მძიმდება.
"მთავარი არხის" ეთერში ირაკლი კობახიძემ ერთ დროს "ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ნომერს პასუხისმგებლობა ყველა ის მძიმე სპეცოპერაციაზე დააკისრა, რომელზეც საზოგადოება წლებია პასუხებს ითხოვს. მათ შორის გავრილოვის ღამის სისხლიან დარბევაზე.
დღეს კობახიძე აცხადებს, რომ უხეში ძალის გამოყენებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დასახიჩრების ბრძანება კულისებიდან არ იყო გაცემული და სპეცოპერაციას პირადად გახარია თავის მოადგილესთან კახა საბანაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ასევე: