მოსამართლის განჩინება თუ უკანონო მოსმენა "სემსოტას" ბინაში - კითხვას პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გასცეს, თუმცა უწყება ჯერ არანაირ განმარტებას არ აკეთებს. "სემსოტას" იგივე შალვა გულიაშვილის მამა დარწმუნებულია, რომ მას მოსასმენი აპარატურა მაშინ დაუმონტაჟეს, როცა ის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

"ამის გამკეთებელს დასჯა არ უნდა?! ეს რა არის, ქურდულად შემოვიდნენ სახლში და ქურდულად დაამონტაჟეს რაღაც ჯანდაბა. უნდა დაისაჯონ, პირველი რიგში უნდა მოიხსნან სამსახურიდან და ციხეში წავიდნენ ამის გამო", - თქვა თეიმურაზ გულიაშვილმა. 

ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ გუშინ ღამით სამართალდამცავებმა მოსასმენი აპარატურა ამოიღეს, რა დროსაც, პოლიციელებს არ ეკეთათ ხელთათმანები. მისივე განცხადებით, ოჯახის წევრების მოთხოვნის მიუხედავად აღნიშნული ნივთი დალუქული არ იყო. 

ცნობისთვის, 38 წლის "სემსოტას" შსს თითქმის ორი კვირაა უშედეგოდ ეძებს. ის 3 ივნისის ღამეს გორში, ვერხვების დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილედ მოიაზრება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი