"პანდემიის დროს ბევრი რაღაც ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელდეს" - კუჭავას პასუხი TI-ს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა არასამთავრობო ორგანიზაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარი პანდემიის დროს პარლამენტის მუშაობას შეეხებოდა.

კუჭავას თქმით, პანდემიამ პარლამენტის მუშაობაზე გავლენა იქონია. 

"პანდემიის დროს ბევრი რაღაც ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელდეს. პარლამენტი გარკვეული დროის განმავლობაში დისტანციურ მუშაობაზე იყო, რა თქმა უნდა, ეს დეპუტატებს არ ეხებოდა, მაგრამ მთლიანად პარლამენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ რეგლამენტის მიხედვით გაგვაჩნია, ვგულისხმობ დეპუტატებს, როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებიდან სრულად იქნას გამოყენებული....  

რა თქმა უნდა, მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და ამაში ძალიან დიდი როლი პირველ რიგში დეპუტატებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და ფრაქციებს გააჩნიათ, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ პარლამენტში მუშაობის და ეს იქნება საშუალება ბოლომდე იყოს გამოყენებული ყველა მექანიზმი, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ახალი რეგლამენტი. ბუნებრივია, სტატისტიკა თავისაზე მეტყველებს, ეს არის გაზრდილი რაოდენობა მინისტრების, პრემიერ-მინისტრის მოსმენების, გვინდა ვისურვოთ, რომ ეს უფრო მეტი იყოს და ზუსტად ჩვენ უნდა განვახორციელოთ პარლამენტში",- ამბობს კუჭავა.

TI-მ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 1-ლ ოქტომბრამდე განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი შეაფასა. კვლევაში ნათქვამია, რომ პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის  უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას.

ამავე თემაზე:

 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი