ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ისტორიული შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დღეს ჟენევაა, სადაც ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ორ სახელმწიფოს შორის უკიდურესად გართულებული ურთიერთობის ფონზე შეხვდნენ. განსახილველი საკითხები მძიმე და ბევრი იყო. ისტორიულ ვილაში შემდგარი მოლაპარაკება მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ლიდერის პირიპირ შეხვედრით დაიწყო და გაფართოებული ფორმატით გაგრძელდა.
ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისგან ამერიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიურ გარღვევას და კონკრეტულ შეთანხმებას არავინ ელოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან პირველი რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა. სწორედ ვლადიმერ პუტინმა გაახმოვანა გადაწყვეტილება დიპლომატიური მისიების საქმიანობის განახლებაზე. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ისაუბრეს უკრაინის შესახებ - საქართველოს თემა კი პუტინს არ უხსენებია.
იხილეთ ასევე: