ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობისთვის €50 მლნ-ით დაეხმარება

გამოქვეყნდა:

ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს COVAX პლატფორმიდან ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 50 მილიონ ევროს დახმარება გამოუყო. 

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად  2020 წელს გამოყოფილ 210 მილიონ ევროს.

ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი