ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნა მანამ უნდა შეჩერდეს, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმების განხილვა პარლამენტში არ დაიწყება.

"შეთანხმების შესაბამისად, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე. დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთი შეხვედრის გარდა არ გამართულა",- თქვა ხათუნა სამნიძემ.

დღეს, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 9 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენაზე, 88 მათგანის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8-ის ქვედა ინსტანციაში გადაყვანაზე. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი