კლანი ძლიერდება - იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებები

გამოქვეყნდა:

ხმაური უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მოჰყვა - საბჭომ არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის შვილი ალექსანდრე გზირიშვილი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა. ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, სასამართლო კლანმა ამ სვლით გზირიშვილს ერთგულება დაუფასა.

ირკვევა, რომ ლევან მურუსიძის მეუღლე ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლიაა. ალექსანდრე გზირიშვილი 2014 წელს კასპის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის წევრი იყო.

გიორგი რურუას საქმის მოსამართლე საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს. საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლედ გამწესდა ასევე ლევან მურუსიძის თანაშემწე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და უზენაესი სასამართლოს წევრებისთვის კლანთან დაკავშირებული ბრალდებები აბსურდულია.

საბჭომ ხმების უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია. 9 მოსამართლის სია უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება და უკვე ქართული ოცნების გადასაწყვეტია დაარღვევს თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ნაკისრ ვალდებულებას, სადაც პირდაპირ წერია, რომ სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. პროცესს საგანგაშოდ მიიჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

 

ამავე თემაზე:

"კლანური" მმართველობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას! - კრამონი მოსამართლეების დანიშვნებს ეხმაურება
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი