
ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 188 პირია გადმოყვანილი.
80-მდე პაციენტს კლინიკებში სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობენ. ნაწილი კი საკარანტინო ზონაშია ან თვითიზოლაციაშია.
ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაზე საუბრობს. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის, ინფორმაციით, განსაკუთრებით საყურადღებო ვითარება ოკუპირებულ ცხინვალშია.
იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომსწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები, მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები, - განაცხადა ციხელაშვილმა.