ისრაელმა ღაზას სექტორზე კიდევ ერთი ავიაიერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

ისრაელის სამხედო ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორზე კიდევ ერთი ავიაიერიში მიიტანეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა ღაზიდან ისრაელის მიმართულებით  ხანძრის გამომწვევი საჰაერო ბურთების გაშვების საპასუხო იყო. 

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" სამხედრო ობიექტზე მიიტანეს. 

ამის პარალელურად სირენების ხმა იყო სამხრეთ ისრალეში.

ცნობისთვის, 21 მაისს მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15 ივნისიდან ირღვევა. ამავე თემაზე: 

ახლო აღმოსავლეთში  პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა. 11-დღიანი შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი