"თავიდანვე საეჭვო იყო, რომ მამაკაცი დაზიანების გარეშე გადაურჩა თავდასხმას" - ბრიტანელი ქალის მკვლელობის ისტორია

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - "მთავარისთვის" ცნობილი ხდება 20 წლის ბრიტანელი გოგოს მკვლელობის ისტორია.  

ქალაქ გლიკანერას პოლიციის უფროსი და საქმის გამომძიებელი ყვება, როგორ დაადგინეს რომ ქალი მისივე ქმარმა მოკლა.  

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ეჭვმიტანილი, მოგვიანებით მომხდარში ალბანეთის მოქალაქეებსაც ადანაშაულებდნენ. მიზეზად თანხის გამოძალვა სახელდებოდა, თუმცა გაირკვა, რომ ეს არ იყო ყაჩაღობა.

მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ პოლიციამ 20 წლის მოკლული გოგოს ქმარი, პილოტი ბაბის ანაგნოსტო-პულოსი დააკავა. მან დანაშაული უკვე აღიარა. მიზეზად ცოლთან კონფლიქტი დაასახელა, რომელიც მისი თქმით შეურაცხყოფას აყენებდა, სახლიდან წასვლით და 11 თვის შვილის წაყვანით ემუქრებოდა. გამოძიება ქმრის ჩვენებამ და ფაქტებმა დააეჭვა - თავიდანვე საეჭვო იყო, რომ მამაკაცი დაზიანების გარეშე გადაურჩა თავდასხმას - ამბობს ადგილობრივი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი.

ამავე თემაზე:

20 წლის ქალის გახმაურებული მკვლელობა საბერძნეთში - დაკავებულია ქმარი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი