ბერძნული მედიის ინფორმაციით, 20 წლის კაროლაინის მკვლელობისთვის მისი ქმარი, 32 წლის პილოტი, ბაბის ანაგნოსტოპულო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან დანაშაულიც აღიარა. მკვლელობის მოტივად ბოლო დროს, გახშირებული ოჯახური კონფლიქტები სახელდება. 

მკვლელობა 2021 წლის მაისში, ათენის გარეუბანში​ მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა მოგვიანებით მისი მონაწილეობა დანაშაულში არ დადასტურდა.

განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომაც. დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, ბრიტანელი კაროლაინ კრაუჩის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე არ დაუკავებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი