"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის აზრით, თბილისი პრაიდმა ღირსების მარშის ჩატარებისგან თავი უნდა შეიკავო და უმჯობესი იქნება თუ ღონისძიება საერთოდ არ ჩატარდება. მისივე აზრით, ამის მიზანი ხელოვნურად დაძაბულობის შექმნაა.

"ყველა კონტექსტის გათვალისწინებით, ის რა მოცემულობაც არის დიდ სურათს თუ შევხედავთ ბუნებრივია, უმჯობესი იქნება თუ თავს შეიკავებენ და არ ჩატარდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ პრაიდის დაორგანიზება მიზნად ისახავს ალბათ ერთადერთ რამეს, რომ ხელოვნურად მოახდინოს დაძაბულობა და გამწვავება, ქვეტექსტი ხომ ესაა", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე აზრით, საქართველო დემოკრატული ქვეყანაა და არავის არაფერი ეზღუდება, თუმცა გამოწვევების გამო "ხელოვნური დაძაბულობის" შექმნა არასწორია.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ LGBTQ აქტივისტებს "პრაიდის" ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ". Tbilisi Pride-ს მიერ ორგანიზებული "ღირსების მარში" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 5 ივლისსაა დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი