ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაკეტილია. სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს და შესვლა-გასვლას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების აკონტროლებენ.
„მთავარის“ გადამღებმა ჯგუფმა მარნეულის ბლოკპოსტთან მისვლა შეძლო, რადგან ბოლნისამდე გადაადგილება შეზღუდულია.
გეტას ჩაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გეტასა და მუშევანში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. გუშინ ამ სოფლებში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.