"ჩემ ბავშვობაში ბიჭს რომ შორტი ეცვა უმცირესობაში ხვდებოდა და ცემდენ. ვინც ცემდა ეხლა თავად აცვია შორტი" -ხოშტარია პრაიდზე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია წერს, რომ "კონტექსტი" რომელსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას პრაიდთან დაკავშირების სთავაზობს, უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას ნიშნავს.

მისი თქმით, ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

‘კონტექსტი’, რომელსაც კობახიძე და ნუ რეალურად ქართული ოცნება ‘გვთავაზობს’, ნიშნავს უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას, კანონის და თანაცხოვრების წესების არარსებობას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის საფრთხის შექმნას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განაცხადს, რომ ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა. 
უმრავლესობა და უმცირესობა ცვალებადია. ხან ვინ და რა მოსაზრებები ხდება უმრავლესობის ხან ვინ. ჩემ ბავშვობაში ბიჭს რომ შორტი ეცვა უმცირესობაში ხვდებოდა და ცემდენ. ვინც ცემდა ეხლა თავად აცვია შორტი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ვინ რას დააწესებს და რას აყვება უმრავლესობა აბსოლუტურად გაუთვლელია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კონკრეტულ მოსაზრებაზე ძალადობენ, ყველა საფრთხეშია. 
ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ LGBTQ აქტივისტებს "პრაიდის" ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ". 

ამავე აზრს იზიარებს დეპუტატი ღუდუშაურიც. დავით სერგეენკო კი ვერ განმარტავს რა არის პრაიდი, ფლეშმობი თუ დემონსტრაცია.

Tbilisi Pride-ს მიერ ორგანიზებული "ღირსების მარში" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 5 ივლისსაა დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი