"მე სულ ვამბობ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ადვოკატი ვარ და ეს მალე უნდა მოხდეს, მაგრამ ამისთვის საქართველომაც უნდა იზრუნოს" - ამბობს "მთავარ არხთან" საუბრისას ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი.
ჰოჯესმა ბაიდენი - პუტნის მოლაპარაკებები შეაფასა და აღნიშნა - "ყველანი უფრო ბედნიერები ვიქნებოდით თუ ბაიდენი გამოვიდოდა და იტყოდა მორჩა, რუსეთი საქართველოდან და უკრაინიდან წავა, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოკლე დროში ვერ მოხდება".
ჰოჯესი ამბობს, რომ პუტინი პრესკონფერენციაზე უკმაყოფილო ჩანდა
"არ ვთვლი, რომ პუტინი კმაყოფილი იყო. მე თავიდან ბოლომდე ვუყურე მის პრესკონფერენციას, მოვისმინე მისი პასუხები და მიმაჩნია, რომ უკმაყოფილო იყო, თან თითქოს დაპატარავებულიც და აქ ფიზიკურ ზომას არ ვგულისხმობ. თავად განსაჯეთ, პრეზიდენტი ბაიდენი ჟენევაში ჩავიდა დიდი შვიდეულისა და ნატოს წარმატებული სამიტების შემდეგ, ასევე, ევროკავშირის ლიდერებთან წარმატებული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ პუტინს კი გვერდით არავინ ჰყავს ლუკაშენკოს გარდა", - თქვა ბენ ჰოჯესმა.
მისივე აზრით, "3-6 თვე უნდა დავიცადოთ და ვნხოთ, როგორ განვითარდება მოვლენები"