"ბელარუსული ვაქცინა კორონავირუსის მომავალი შტამებისგან დაგვიცავს", - ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ერთ-ერთ კლინიკაში ვიზიტისას გააკეთა.
მისივე თქმით, ქვეყანას ვაქცინის შექმნა ამ ეტაპზე არ ეჩქარება და მას მომავალ წელს დაამზადებს:
ჩვენ არ ვიჩქარებთ. მომავალ წელს შევქმნით ჩვენს ვაქცინას, რომელიც უკვე შემოწმებულია. ეს ინფექცია მუტაციას განიცდის და არ არის ცნობილი ვირუსის რომელი შტამი იქნება მომავალ წელს. დღეს რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ მათ კოვიდაფეთქება აქვთ, შემთხვევების 90%-ზე მეტი ინდური შტამია. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მომავალ წელს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვირუსი ჩვენთან იცხოვრებს, - თქვა ლუკაშენკომ.
ვაქცინის შექმნის განკარგულება ლუკაშენკომ 1-ლ აპრილს გამოსცა, რომლის მიხედვითაც პრეპარატი 2023 წლისთვის მზად უნდა იყოს, პირველი პარტია კი 2022 წელს უნდა გამზადდეს.