სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

გამოქვეყნდა:

სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.  
არჩევნებში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობს.

ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილით 8:00 საათზე გაიხსნა. 2008 საარჩევნო უბნიდან 479 ერევანშია განთავსებული, 1529 - რაიონებში.

არჩევნებში მთავრობის ყველაზე დიდ ოპონენტად პარტიები "აყვავებული სომხეთი" და "გაბრწყინებული სომხეთი" ითვლებიან.  

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ პაშინიანმა ოპოზიციის მასშტაბური პროტესტის შემდეგ, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით დანიშნა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი