რუსეთის ელჩი აშშ-ში დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში დაბრუნდა 

ვაშინგტონსა და მოსკოვში ელჩების დაბრუნების გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინმა და ჯო ბაიდენმა ჟენევაში გამართული სამიტის შემდეგ მიიღეს. გადაწყვეტილება პრეზიდენტებმა შეაფასეს როგორც არა მეგობრული, არამედ პრაგმატული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა და შპიონაჟის ბრალდებით ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.

მომხდარის გამო მოსკოვმა ვაშინგტონიდან ელჩი ანატოლი ანტონოვი დროებით გამოიწვია და ჯო ბაიდენს საჯარო ბოდიში მოხდისკენ მოუწოდა. ელჩი გაიწვია მოსკოვიდან აშშ-მაც.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი