აშშ-მ მოსკოვიდან ელჩი კონსულტაციისთვის გამოიწვია

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა იძაბება - რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვიდან ელჩი ჯონ სალივანი კონსულტაციისთვის გამოიწვია. რუსული სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ელჩი ვაშინგტონში დღეს დილით გაემგზავრა. 

მხარეებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მაშ შემდეგ დაიძაბა რაც შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა და შპიონაჟის ბრალდებით ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.

მომხდარის გამო მოსკოვმა ვაშინგტონიდან ელჩი ანატოლი ანტონოვი დროებით გამოიწვია და ჯო ბაიდენს საჯარო ბოდიში მოხდისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დიპლომატიური ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტით დაემუქრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი