Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 179 მილიონს გადააჭარბა. საერთო ჯამში, მსოფლიოში ვირუსს 3.87 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 163 მილიონზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ამავე მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 11.5 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ, მეორეზე ინდოეთი, მას ბრაზილია, საფრანგეთი და თურქეთი მოსდევს.

სიაში საქართველო 56-ე ადგილზეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი