სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა.
მონაცემების თანახმად, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, მეორე ადგილზე კი რობერტ კოჩარიანის პარტია გავიდა 21.04%-ით.
მესამე ადგილზე 5.23%-ით პარტია "მე მაქვს პატივია", ხოლო პარტიამ "აყვავებული სომხეთი" 3.96% მიიღო.
არჩევნებში გამარჯვებას უკვე გამოეხმაურა თავად ფაშინიანი, რომელმაც დაწერა, რომ მის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.4% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა მილიონ ორასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.
არჩევნები გუშინ, 20 ივნისს ჩატარდა. პარლამენტში შესასვლელად, პარტიებმა ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ, ბლოკებმა კი - 7%.