"მისაღებია ყველანაირი ხელოვნების მიმოცვლა" - თათული დოლიძე რუსეთში გასტროლზე

გამოქვეყნდა:

"მისაღებია ყველანაირი ხელოვნების მიმოცვლის ფაქტი" - ასე ეხმაურება მსახიობი თათული დოლიძე რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში დაგეგმილ გასტროლებს. 

"მე არა ვარ ამ სპექტაკლის მონაწილე. ჩემთვის მისაღებია ყველანაირი ხელოვნების მიმოცვლის ფაქტი...მე საერთოდ არ ვიძლევი ინტერვიუებს ტელეფონებით და არ მაინტერესებს ეგ ფაქტი, დიდი ხანია თეატრში არ ვყოფილვარ", - ამბობს თათული დოლიძე "მთავართან" სატელეფონო კომენტარში

ამავე თემაზე "მთავარის" კითხვას თეატრის დირექტორმაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ დასის მოსკოვში ჩასვლა მისაღებია და იქ უნდა შეაგრძნობინონ რა არის და როგორ არის. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ თეატრების საქმიანობაში არ ერევა და ყველა თვითონ წყვეტს სად წავიდეს გასტროლზე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი