"უნდა შევაგრძნობინოთ რა არის და როგორ" - რუსთაველის თეატრის დირექტორი რუსულ გასტროლზე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის თეატრის დირექტორი, გია თევზაძე ფიქრობს, რომ თეატრის დასის ოკუპანტ ქვეყანაში ჩასვლა მისაღებია.

"მისაღებია იმიტომ, რომ სალაპარაკოა ეს უნდა ვუთხრათ და უნდა შევაგრძნობინოთ რა არის და როგორ არის. მარტო სისხლისღვრა და ლანძღვა-გინებით არაფერი არ კეთდება, ყოველთვის  იყო დიპლომატიური და სახალხო ენა", - თქვა გია თევზაძემ "მთავართან" საუბარში

ამავე თემას დღეს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თეატრების საქმიანობაში არ ერევა და ყველა თვითონ წყვეტს სად წავიდეს გასტროლზე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი