"სისულელეა" - მინდია ჯანელიძე ირანელი ბიზნესმენის ბრალდებებზე

გამოქვეყნდა:

ირანელი ბიზნესმენი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ - ერთადერთი, ვინც ამ თემაზე "მთავარი არხის" კითხვებს ნაწილობრივ მაინც უპასუხა მინდია ჯანელიძეა.

ირანელი ბიზნესმენი სწორედ იმ პერიოდზე საუბრობს, როცა ჯანელიძე შსს-ს კონტრტერორისტული ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ფურია ნაიები ამბობს, ის უშუალოდ იღებდა ღარიბაშვილისგან დავალებებს და ბიზნესმენს ატერორებდა. 

"მაგ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. სისულელეა, უბრალოდ ამას გეტყვით, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ", - თქვა მინდია ჯანელიძემ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბრალდებებზე პროკურატურამ მოკვლევა და გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა საგამოძიებო ორგანოების იმედი არ აქვთ. 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ირაკლი კობახიძე ბიზნესმენის ბრალდებებსაც ოპოზიციის პიარულ კამპანიას აბრალებს - "პრემიერი არის ძლიერი, ის არის ეფექტური, და რა თქმა უნდა ეს იწვევს, ბუნებრივია ოპოზიციის გაღიზიანებს" - ამბობს კობახიძე

რეპორტაჟი:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი