მინდა ვნახო მოსკოვი, პუტინთან მინდა შეხვედრა - სტურუა მოსკოვში წავიდა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა მოსკოვში უკვე გაემგზავრა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ სცენა უნდა ნახოს, მსახიობები კი მოგვიანებით გაემგზავრებიან. 

სტურუ ამბობს, რომ ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლები უხერხულობას არ უქმნის, რადგან ხელოვნებას საზღვრები არ აქვს.

"მინდა ვნახო მოსკოვი, პუტინთან მინდა შეხვედრა. ოკუპანტებს აქ უშვებთ ტურისტებად, ფულს ართმევთ, ჩამოდიან მათი თეატრები და თქვენ არაფერს არ აკეთებთ, და ჩვენ როცა მივდივართ ფესტივალზე და არა გასტროლებზე მაშინ ისტერიკაში ხართ. [...] 

მე იცი რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება, და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით?! 

[უხერხულობას] არ მიქმნის მე, იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად. თუ თქვენ პარტიულ კრეტინებზე ლაპარაკობთ, მე ვთვლი, რომ ყველა პოლიტიკოსი არის უზნეო ხალხი", - თქვა რობერტ სტურუამ "ფორმულასთან".

სუტურუას თქმით, მსახიობები მოსკოვში 27 ივნისს გაემგზავრებიან.  სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი