საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ - ინფორმაციას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ საკუთარ "ტვიტერზე" ავრცელებს.
რუმინელი დიპლომატის ცნობით, ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში 24-26 ივნისს გაიმართება.
"ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ ქვეყანას. რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობას, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტებში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგთან და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად 24-26 ივნისს ჩვენ ვეწვევით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს: სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს",- წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ.