
ხონში კომენდანტის საათის დარღვევის გამო პოლიცია ახალგაზრდა ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ოჯახი ამბობს, რომ ბიჭს დამტვრეული აქვს ნეკნები, მოტეხილი აქვს ფეხი, აქვს ტვინის შერყევა და გადაუდებლი ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც - უწყება აცხადებს, რომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული თორნიკე კაკაურიძე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ისე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში",- წერია შსს-ს ინფორმაციაში.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მავე თემაზე: