მე ვარ ხელმძღვანელი, მე გეუბნებით კორუფციაში მონაწილეობას არ იღებენ - გომელაური ბოლქვაძეზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-დან გაშვებულ ბუბა ბოლქვაძეს, რომელიც ხელისუფლებამ დასავლეთ საქართველოში გენინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნა, კორუფციასთან კავშირი არ აქვს. 

გომელაურმა ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და თქვა, რომ მის კადრებზე პასუხისმგებელი თავადაა.

"ეს ადამიანი, ვისზეც არის საუბარი ძალიან გამოცდილი, კარგი ადამიანია, ვერ დავეთანხმები, რომ კორუფციისთვის იყო გათავისუფლებული, ეს არის რა თქმა უნდა კარგი აზრი. გუშინ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა თალაკვაძემ და კარგი პასუხი გასცა, მათ რომ კითხოთ, ვინც კარგია და კარგად მუშაობს ყველა უნდა გავუშვათ, იმიტომ, რომ არ მოსწონთ მათ. მე ვარ ხელმძღვანელი, მე ვნიშნავ, მე ვარ პასუხისმგებელი ამ ადამიანებზე და მე გეუბნებით, ეს ადამიანები არანაირ კორუფციაში მონაწილეობას არ იღებენ", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ბუბა ბოლქვაძეს, ათეული წლებია სისტემაში მუშაობს, რაც დიდი პატივია.

ამავე თემაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი