"ოპოზიციის ერთიანი პოზიციის ერთგულები ვიქნებით" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, აკაკი მინაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ თუ "ოცნება" მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს პარლამენტიდან გავიდნენ.
"ბატონი ხაზარაძის რეაქცია იყო ძალიან ადეკვატური, ძალიან სწორი და ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" არაფერს გამოვრიცხავთ, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ როგორც მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის დროს, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციის ერთიანი პოზიციის მიმდევარი და ერთგული", - თქვა აკაკი მინაშვილმა.
დღეს, 23 ივნისს "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს. ხაზარაძის ინიციატივას იზიარებს კახა ოქრიაშვილი.