შეთანხმებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად ქართული ოცნება პოზიციებს არ თმობს და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს სასამართლო კლანის გასაძლიერებლად.
მართლმსაჯულების ძირეული რეფორმის ნაცვლად მმართველი გუნდი მორჩილი მოსამართლეების დანიშვნას ჩქარობს.
9 მოსამართლის სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს მომდევნო კვირას გადაუგზავნის.
მოძრაობა "ლელო" ღიად აცხადებს რომ "ქართლი ოცნების" ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური დემარში მოყვება და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი პარლამენტს დატოვებს
"ლელოს" პოზიციას ოპოზიციონერთა ნაწილი უერთდება. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება მიშელის დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებას - სასამართლო რეფორმის გატარებას, არ გეგმავს.
სწორედ ამიტომ, არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვონ - თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი თვლის, რომ პარლამენტის დატოვებაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.