აბსურდი და ფარსი - გიორგი ვაშაძეს Ipsos-ის კვლევის შედეგები არ მოსწონს

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული Ipsos-ის კვლევა რეალობასთან აცდენილია და კომპანიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს.

ვაშაძის განმარტებით, კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას, შარლ მიშელის დოკუმენტი, მოსწონს, თუმცა კვლევებში რეიტინგი იმ პარტიებს გაეზარდათ, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ეს ვაშაძის აზრით, აბსურდია.

"Ipsos-ის კვლევა არის აბსურდი და ფარსი. აბსოლუტურად აცდენილი დღეს არსებულ რეალობას, ისევე როგრც აცდენილი იყო მისი მონაცემები საარჩევნო ეგზიტპოლების დროს. სერიოზული ეჭვია ამ კომპანიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

ახლა პირდაპირი შეცდომა რაც დაუშვეს თვითონაც, რაც ვერ გათვალეს მონაცემების გამოქვეყნების დროს, წარმოიდგინეთ, რომ Ipsos-ის კვლევით, მოსახლეობის 80% ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ძალიან მაგარია და ვეთანხმებიო და ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, იმათი რეიტინგი გასამმაგებულია, ხოლო ვინც მოაწერა, იმათი რეიტინგია შემცირებული, ეს ხო აბსურდია",- თქვა გიორგი ვაშაძემ.

Ipsos-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ყოფილიყო გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას, "საქართველოსთვის". კვლევებში ამ კითხვაზე ვაშაძის პარტიას 2% აქვს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი