ჰაერიდან მოტანილია, მის მიმართ ნდობა არ არსებობს - კობახიძე Ipsos-ის კვლევაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული Ipsos-ის კვლევის მიმართ "ნულოვანი ნდობა" აქვთ. კობახიძის თქმით, ამ კვლევის საფუძველზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე Ipsos-მა ყველას და ყველაფერს ააცილა, აქედან გამომდინარე, ნდობა ბუნებრივია ამ კვლევის მიმართ არის მინიმალური, უფრო სწროად, საერთოდ არ არის ასეთი ნდობა. ბუნებრივია, როდესაც პარტიული ტელევიზია უკვეთავს კველვას ის დებს იმ შედეგებს, რომლებიც აწყობს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აქვთ რწმენა, რომ მომავალ არჩევნებზე 43%-ს "კარგად გადასცდებიან". კობახიძემ თქვა, რომ ეს კვლევა ერთადერთ რამეს აჩვენებს, თუ რა სურს "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის ტელევიზიას", მისივე აზრით, კვლევა "ჰაერიდან მოტანილია".

Ipsos-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ყოფილიყო გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას, "საქართველოსთვის". კვლევებში ამ კითხვაზე ვაშაძის პარტიას 2% აქვს. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი