"მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს ყველაფერი სექტემბერში გაკეთდებოდა, მაგრამ გაკეთდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. თავისთავად ამ თარიღიდანაც ჩანს, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს არჩევნებთან".
ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნები" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ახალ კანონპროექტს, რომელიც იმ პირებს ეხება, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.