მატყუარა კაცების პარლამენტი! - ამ წარწერით ბანერი ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა ანი წითლიძემ და ხათუნა სამნიძემ გადმოფინეს.
ამ ფორმით დეპუტატებმა სოლიდარობა "ქალთა მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ბაია პატარაიას და მასთან ერთად პარლამენტში მისულ მოქალაქეებს გამოუცხადეს. ისინი სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ, რათა კვოტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესს დასწრებოდნენ.
"ქალთა მოძრაობის" წევრები კოდექსის იმ ნაწილს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სიებში ქალების წილი მცირდება.
კანონპროექტს პარლამენტი ამ წუთებში განიხილავს.