ვაქცინები არსად არ გამქრალა - ტიკარაძე NCDC-ში აუდიტის შესვლაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინები არ დაკარგულა და NCDC-ში აუდიტის სამსახური იმიტომ შევიდა, რომ პროცესი მეტად ეფექტურად მართონ. ამ თემაზე მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

"ვაქცინები არსად არ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის ვაქცინების, რომელებსაც კრიტიკულრად ესაჭიროებოდათ მე-10 მე-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა. შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ ჩვენთან მოხსენებას, ასევე, მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გავრცელედეს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მისი განცხადებით, საღამოს ექნებათ დასკვნა და დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუ როგორ წარიმართება "ასტრაზენეკას" ვაქცინაციის პროცესი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი