რუსეთის ციხეში არაადამიანურ პირობებშია - სუმბაევის ადვოკატებმა ქართულ მხარეს მიმართეს

გამოქვეყნდა:

საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული იაროსლავ სუმბაევის ადვოკატები რუსეთიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ და საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს მიმართეს. ადვოკატების განცხადებით, სუმბაევი უკვე ორი წელია არაადამიანურ პირობებში იმყოფება და მისი ბედი ისევ საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ადვოკატებმა უწყებებს ის მასალები გადასცეს, რომელიც სუმბაევის მიმართ რუსეთის ციხეში არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს.

"რუსეთის ფედერაციამ საქართველო შეცდომაში მაშინ შეიყვანა, როცა დაპირდა, რომ სუმბაევის უფლებები რუსეთში დაცული იქნებოდა. რეალურად კი მისი უფლებები ირღვევა და ის საპყრობილეში არაადამიანურ პირობებშია, ის ვერ ხვდება ოჯახის წევრებს და ადვოკატებს მისი დაცვის უფლება არ გვეძლევა. 

ახლა უნდათ, რომ ბრალი მკვლელობის გამო წაუყენონ, თუმცა ამისთვის საქართველოს თანხმობა სჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში კი მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. მე ვთხოვ პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს მიიღონ რამე ზომები", - ამბობს ვალერი შუხარძინი, იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი.

უფლებადამცველის თქმით, თუ საქართველო შეისწავლის ამ მასალებს გამოაშკარავდება, რომ რუსეთმა პირობა დაარღვია. ასეთ შემთხვევაში კიბერდანაშაულსა და თაღლითობაში ბრალდებულ სუმბაევს ვეღარ წაუყენებენ ახალ ბრალს გამომძიებელ ევგენია შიშკინის მკვლელობის საქმეზე. რუსეთის მიერ ძებნილი სუმბაევი, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა 2018 წელს დააკავეს და რუსეთს იმ პირობით გადასცეს, რომ მისი უფლებები არ დაირღვეოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი