მორიგი გზავნილი აშშ-დან - სენატორები გიორგი რურუას გათავისუფლების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

მორიგი გზავნილი ამერიკიდან - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ, სენატორები "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

განცხადება სენატის საგარეო კომიტეტის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა და მას ხელს კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და მისი მოადგილე ჯინ შაჰინი აწერენ. 

"მივესალმებით ოპოზიციის ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში რვა მარტის შეთანხმების შესრულების კუთხით, რომელიც ქვეყნის საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას შეწყვეტს. დღევანდელი გათავისუფლება მძლავრ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც მუშაობდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას.

ველოდებით შეთანხმებული ცვლილებების ასახვას საარჩევნო კანონმდებლობაში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი, უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს.  ასევე ველოდებით მედიასაშუალების მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს", - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა. მატ საპატიმრო უკვე დატოვეს და ორივე მათგანმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ისევ აქტიურად ჩაერთვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი