წარმოადგინეთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომები - ევროპული საბჭო ევროკომისიას

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომები, მათ შორის ეკონომიკური სანქციები. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამიტის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს მომავალში, რუსეთთან დიალოგის გამართვის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.

"ჩვენ კიდევ ერთხელ განვსაზღვრეთ, თუ რა პირობებით გვსურს ურთიერთობა და თანამშრომლობა რუსეთთან. დღეს ვერ მოხდა შეთანხმება მოსკოვთან დაუყოვნებლივი შეხვედრის თაობაზე, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატის შენარჩუნება და მასზე მუშაობა", - თქვა მერკელმა.

რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის იდეა ბერლინმა და პარიზმა გამოთქვეს, თუმცა, ამის წინააღმდეგ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი წავიდნენ. ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივი სამიტები 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი