ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის მტკიცებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ეფექტიანად მუშაობენ. ამ თემაზე მან პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

"მოგეხსენებათ საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღდეგ და არაღიარების პოლიტიკაზე, ჩვენ ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ოჯახმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მისცა ერთ თვიანი ვადა. 

ირაკლი ბებუა კი ამ დრომდე ოკუპირებული აფხაზეთის ციხეში რჩება, ბოლო მონაცემებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი