კერძო ადვოკატი უარს აცხადებს 65 წლის კაცის დაცვაზე, რომელსაც ქუთაისში, უმძიმეს ბრალდებას უყენებენ და მოზარდის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან.
ბრალდებული დაკავებულია. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულის შესახებ, მეორე კლასელმა მოზარდმა ოჯახს თავად უამბო, რის შემდეგაც ოჯახმა პოლიციას მიმართა.
ბავშვი და სავარაუდო მოძალადე მეზობლები არიან. ფაქტის გახმაურების შემდეგ, კორპუსში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ბრალდებული პოლიციის გაძლიერებული კორდონით წაიყვანეს საპატიმროში.
ამჟამად მას ადვოკატი არ ჰყავს და წარედგინა თუ არა ბრალი ოფიციალურად, უცნობია.