მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება - სენატორი რიში

გამოქვეყნდა:

"ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი რეზოლუცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება" - ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორმა ჯიმ რიშმა ისაუბრა.

ამბობს, რომ შეშფოთებულია, რომ ზოგიერთი მხარე შეთანხმებასთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. 

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში, უთანხმოება წარსულში უნდა დატოვოს და შეთანხმების დებულებების შესაბამისად იმოძრაოს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს, - აცხადებს სენატორი რიში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს თაობაზე ახალი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 19 აპრილის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციაზე იმუშაონ. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი