მითითებულია, თითქოს მან დავალებები გასცა, მოემზადებინათ ფეიქრიშვილების მკვლელობა - ვატო ყიფიანს ბრალი წაუყენეს

გამოქვეყნდა:

ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის შეკვეთას ედავება.

საქმე ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას ეხება. ბრალის წარდგენის პროცედურა დროებითი მოთავსების იზოლატორში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ყიფიანი ბრალს არ აღიარებს. თავად უფლებადამცველიც არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.

ბრალი წაუყენეს მკველელობის მომზადებისთვის და მითითებულია, რომ თითქოს მან გარკვეულ პირებს მისცა დავალებები მოემზადებინათ ფეიქრიშვილების მკვლელობა. ბრალი არის აბსოლუტურად აბსურდული - ამბობს ყიფიანის ადვოკატი.

ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დააკავეს. ის უკრაინიდან გამოადეპორტეს.

ჯერჯერობით უცნობია იმსჯელებს თუ არა ყიფიანის აღკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღესვე.

"მთავარის" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი საზღვრის გადმოკვეთას ვახტანგ წულუკიძის სახელით ცდილობდაადვოკატის თქმით, ყიფიანმა სახელი და გვარი უკვე დიდი ხანია შეიცვალა და სწორედ ვახტანგ წულუკიძის სახელითაა დარეგისტრირებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი